პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ჯან ატალაის საკითხის განხილვა თურქეთის პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მემარცხენე „თურქეთის მუშათა პარტიის“ წევრმა, აჰმეტ სიკმა პატიმრობაში მყოფი თანაპარტიელი ჯან ატალაი თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ წევრების თავდასხმებისგან დაიცვა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
„არ არის გასაკვირი, რომ ატალაის ტერორისტს ეძახით. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტერორისტები იმ სკამებზე მსხდომნი არიან“, – განაცხადა აჰმაეტ სიკმა და მმართველი პარტიის წევრებისკენ მიუთითა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატების აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც აჰმეტ სიკს რამდენჯერმე დაარტყეს მუშტი. ჩხუბის დროს, სულ მცირე, ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დაშავდა.
ატალაიმ, რომელიც ასევე არის ადვოკატი და უფლებადამცველი, მოიგო არჩევნები ჰათაის სამხრეთ რეგიონში გასული წლის მაისში, ციხიდან ჩატარებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჯან ატალაი 2013 წელს გეზის პარკის საპროტესტო აქციების ორგანიზებით მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს და 2022 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.