ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 81,5% დაიმსახურა.
ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსი განიმარტება, როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობას ინფორმაციის მოთხოვნით, თანამდებობის პირების დაკითხვით და არასათანადო ქცევის დასჯის გზით. ანგარიშვალდებულების ეს ფორმა უზრუნველყოფს კონტროლს ინსტიტუტებს შორის და ხელს უშლის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მთავრობის ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ძირითადი მოქმედი სუბიექტებია: საკანონმდებლო ორგანო; სასამართლო სისტემა; და კონკრეტული ზედამხედველობის უწყებები, როგორიცაა ომბუდსმენები, პროკურორები და გენერალური კონტროლიორები.“
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 107-ე ადგილს იკავებდა. შემდგომ 11 წლიან პერიოდში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 9 სახელმწიფოს და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანას : საბერძნეთს, რუმინეთს, მალტას, კვიპროსს, უნგრეთს თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, სინგაპურს და ა.შ. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.