GD Banner
პოლიტიკა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირანული მედია NED-ს უწოდებს დემოკრატიის ეროვნულ მტერს და „ტროას ცხენს“-ს, რომელიც არღვევს წესრიგს და იწვევს არეულობას ქვეყანაში

დემოკრატიის ეროვნულოი ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ-is ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ვკითხულობთ. 

დოკუმენტის თანახმად, NED-ი, დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. და ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების ეგიდით. მის მიერ ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მოიტანა დიდი ზიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა. 

„ბოლო წლებში NED-ი მუდმივად იცვლიდა ტაქტიკას. ის უფრო შორს წავიდა, დაიწყო რა მოქმედება მშვიდობის, განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტენდენციის წინააღმდეგ. ის ცნობილი გახდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, დივერსიისა და საბოტაჟის მცდელობებით. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას. 

Ⅰ. NED — აშშ მთავრობის თეთრი ხელთათმანები

NED-ი ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას საზღვარგარეთ. ფაქტობრივად, ის მოქმედებს როგორც აშშ-ს მთავრობის “თეთრი ხელთათმანები”, ახორციელებს დივერსიას, ინფილტრაციას და საბოტაჟს მთელ მსოფლიოში.

1. NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი. ცივი ომის პირველ დღეებში CIA მხარს უჭერდა ოპოზიციის საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში „კერძო მოხალისე ორგანიზაციების“ მეშვეობით, „მშვიდობიანი ევოლუციის“ ხელშეწყობის მიზნით. მას შემდეგ, რაც 1960-იანი წლების შუა პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი აქტივობები, აშშ-ს მთავრობამ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განხილვა მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად. სწორედ აქ გაჩნდა მსგავსი ორგანიზაციის შექმნის იდეა. როგორც ამერიკელი მეცნიერი უილიამ ბლუმი წერდა, „იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ NED-ი გარკვეულწილად ღიად გააკეთებდა იმას, რასაც CIA ფარულად აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში და ამით გააქარწყლებდა სტიგმას, რომელიც დაკავშირებულია CIA-ს ფარულ საქმიანობასთან“. 

2. NED-ი შეიქმნა აშშ-ს მთავრობის ეგიდით. 1981 წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა  რონალდ რეიგანმა, ის  ცდილობდა წინ წაეწია თავისი “დემოკრატიის პროექტი”  და წინადადებით გამოვიდა, შეექმნათ მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდი “საზღვარგარეთ დემოკრატიული მოძრაობებისთვის” მხარდასაჭერად. 1983 წელს დაარსებული NED-ის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც შეესაბამება როგორც აშშ-ს ფართო ინტერესებს, ისე სხვა ქვეყნებში დემოკრატიული ჯგუფების კონკრეტულ მოთხოვნებს, რომლებსაც ეხმარება NED-ის მიერ დაფინანსებული პროგრამები.

3. NED-ს აფინანსებს აშშ-ს მთავრობა. 1983 წლის 22 ნოემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო NED აქტი, რომელმაც დაადასტურა NED-ის მიზნები და განმარტა ისეთი საკითხები, როგორიცაა კონგრესის ასიგნებები, მთავრობის ფინანსური აუდიტი და კონგრესისა და პრეზიდენტის წინაშე ანგარიშები. 1983 წელს, როდესაც NED შეიქმნა, კონგრესმა NED-ს 18 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. კონგრესის ასიგნებები მთლიანობაში განაგრძობდა ზრდას ბოლო 40 წლის განმავლობაში. USAspending.gov-ის თანახმად, NED-მა მიიღო 315 მილიონი აშშ დოლარი 2023 ფინანსურ წელს. როგორც „კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობიასათვის“ ანგარიშშია აღნიშნული,  NED-ი ძირითად სახსრებს აშშ-ს კონგრესისგან იღებს. 

4. NED-ის პროგრამები ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ს საელჩოების მიერ.   კანონის თანახმად, რომელიც NED-ის საქმიანობას არეგულირებს, NED-ს მოეთხოვება კონსულტაციები სახელმწიფო დეპარტამენტთან საგარეო პოლიტიკის პროგრამული გეგმების შესახებ. USAID-ის ანგარიშის („აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული დემოკრატიის დახმარების პროგრამები“) თანახმად,  NED მუდმივ კონსულტაციებს გადის სახელმწიფო დეპარტამენტთან  დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს, აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოს (USIA) და აშშ-ს საელჩოების მეშვეობით  პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით. 

5. NED-ი ანგარიშს აბარებს აშშ-ს მთავრობას თავისი საქმიანობის შესახებ და იღებს სამთავრობო აუდიტს და ზედამხედველობას. NED აქტის თანახმად,  NED-მა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიში წინა ფინანსური წლის საქმიანობასთან დაკავშირებით არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრისა. ანგარიში უნდა მოიცავდეს NED-ის ოპერაციებს, საქმიანობას და მიღწევებს. NED-ის აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს ამერიკის მთავრობის მთავარი მაკონტროლებელი(სარევიზიო) ორგანო.  თითოეული აუდიტის ანგარიში უნდა წარედგინოს კონგრესს, ხოლო თითოეული ანგარიშის ასლი უნდა მიეწოდოს პრეზიდენტს.

6. აშშ-ს მთავრობას აქვს წვდომა NED-ის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრამის შესახებ. NED აქტის თანახმად, NED-ს ან მის ნებისმიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს, უნდა ჰქონდეს წვდომა მიმღების ნებისმიერ წიგნზე, დოკუმენტებსა და ჩანაწერებზე, რომელიც ეხება NED-ის მეშვეობით გაწეულ დახმარებას. მათზე წვდომა ასევე უნდა ჰქონდეს აშშ-ს გთავარ მაკონტროლებელს ან მის ნებისმიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

II. ფერადი რევოლუციების პროვოცირება სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ძალაუფლების დასამხობად

1.ირანის მთავრობის დამხობის მცდელობა. 2022 წლის სექტემბერში ირანში ჰიჯაბის ტარების წესების წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო. მასიჰ ალინეჯადმა, ამერიკის ხმის ირანული სამსახურის რეპორტიორმა, გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სურათები საზოგადოებრივ განწყობაზე უარყოფითი გავლენის მოსახდენად. ლიბანური საინფორმაციო არხის, Al Mayadeen-ის ინფორმაციით, 2015-2022 წლებში მასიჰ ალინეჯადმა მიიღო 628,000 აშშ დოლარის დაფინანსება NED-ისგან და ზოგიერთი სხვა ამერიკული ინსტიტუტისგან. გამოცემა Iran Daily-მ გამოაქვეყნა ირანის რევოლუციური გვარდიის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ NED-მა გამოიყენა კავშირები მასიჰ ალინეჯადთან „ჰიჯაბების პროტესტის“ დროს ირანის შიდა საქმეებში ჩარევისთვის. იმავდროულად, NED-მა  მხარი დაუჭირა ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრს (CHRI) და ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ფეიკ ნიუსების ფაბრიკაციაში და ასევე, მხარი დაუჭირა დისიდენტებს ანტისამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებთან მუშაობაში ცილისმწამებლური კამპანიის დასაურგანიზედბლად. NED-ი რეგულარულად აქვეყნებდა კომენტარებს საკუთარ ჟურნალში ირანში რეჟიმის შეცვლის მოწოდებით. ირანული მედია NED-ს უწოდებს  „დემოკრატიის ეროვნულ მტერს “ და „ტროას ცხენს“-ს, რომელიც არღვევს წესრიგს და იწვევს არეულობას ქვეყანაში.

2. არაბულ ქვეყნებში შესაღწევად სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენება. „არაბული გაზაფხულის“ დაწყების შემდეგ  NED-მა ფართოდ გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმები და დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები მულტიმედიური კონტენტის გასავრცელებლად და ონლაინ ტრენინგების უზრუნველსაყოფად, ფერადი რევოლუციების პროვოცირების მიზნით. NED-მა ასევე აწარმოა ტალანტთა რეზერვის პროგრამა რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნისათვის, დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილობაში მყოფი „დემოკრატიის მხარდამჭერების“, „ადამიანის უფლებათა აქტივისტების“ და „დისიდენტების“ დასახმარებლად, წაახალისა ადგილობრივი პროფკავშირები, რათა გაეძლიერებინათ თავიანთი შესაძლებლობები, მხარი დაუჭირა მეცნიერებსა და აქტივისტებს, რომლებიც ამზადებდნენ „კონსტიტუციურ რეფორმებს“ სხვადასხვა ქვეყანაში.

3. მონაწილეობა უკრაინის “ფერად რევოლუციაში”. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად. NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X  (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად.

4. ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დამხობის მცდელობა. 2002 წლის ივლისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED მუშაობდა კონგრესთან, რათა გაეტარებინა აქტივობები რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით და შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის შესახებ, სისტემის დანგრევის მიზნით. 2021 წლის ივლისში გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED-ის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების წყალობით „ტოტალიტარული სისტემა ჩრდილოეთ კორეაში იწყებს ეროზიას და საბოლოოდ ეს გამოიწვევს სისტემის დაშლას“.

Ⅲ. შეთანხმება ყველანაირ ელემენტებთან  სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით

1. სამიზნე ქვეყნებში პროამერიკული ძალების კულტივირება

◆ 2021 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, NED-ი მხარს უჭერდა პროამერიკულ მედიასაშუალებებს, ამუშავებდა „დემოკრატიის აქტივისტებს“ და აფინანსებდა ჯგუფებს „დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“ არაბულ ქვეყნებში.

◆ 2021 წლის მაისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთში არსებული აკრძალვისა, NED-მა რუსეთში დააფინანსა  ბევრი ორგანიზაციის საქმიანობა და მხარი დაუჭირა დევნილობაში მყოფ რუს ოპოზიციონერებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპეპზე, როგორიც იყო სახელმწიფო სათათბიროს, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები.Ⅲ

◆NED უკვე დიდი ხანია, შემოჭრილია ევროპაში. ის ახალისებს ტრანსატლანტიზმს ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმავდროულად, თრგუნავს სტრატეგიული ავტონომიის ხმას და აფინანსებს ევროპაში „დამოუკიდებელ მედიას“ აშშ-ს სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის გადახრის მიზნით.

◆აირჩია რა მექსიკა, როგორც მთავარი სამიზნე ქვეყანა, NED-მა მხარი დაუჭირა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მექსიკელები კორუფციისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ (MCCI) და მექსიკური კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტი (IMCO) და აფერხებდა მექსიკაში ენერგეტიკულ რეფორმას. 2021 წელს მექსიკის მთავრობამ გაუგზავნა ნოტა აშშ-ს მთავრობას, რომელშიც დაგმო NED-ის მიერ მექსიკაში ანტისამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, როგორც „ინტერვენციონიზმის აქტი“ და „გადატრიალების ხელშეწყობა“.

◆ 2017 წლიდან NED-მა დააფინანსა კუბის მოწინააღმდეგე 54  ორგანიზაცია. 2018 წელს კუბის დემოკრატიულმა დირექტორატმა (ანტისამთავრობო ორგანიზაციამ) განაცხადა, რომ მიიღო „დემოკრატიული სახსრები“ აშშ-დან და გადაუხადა 48,000 აშშ დოლარი კუბაში მყოფ თავის თანამშრომლებს, აგენტებსა და კონტრაქტორებს.

◆ წლების განმავლობაში NED-ი აფინანსებდა მეცნიერებსა და ჟურნალისტებს ირანში „დემოკრატიული რეფორმების“ ხელშეწყობისა და ირანის წინააღმდეგ კულტურული ინფილტრაციის განსახორციელებლად.

2. სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის არასწორი წარმოჩენ

◆ NED-ის მიერ დაფინანსებული გამოცემა Journal of Democracy ჩვეულებრივ ადარებს განვითარებადი ქვეყნების სტანდარტებს ამერიკული სტილის დემოკრატიის სტანდარტებთან და აკრიტიკებს მათ საპრეზიდენტო არჩევნებს, ეკონომიკურ პოლიტიკას, ადამიანის უფლებების მდგომარეობით არსებულ ვითარებას.

◆ 2023 წლის ივლისში, ჟურნალმა გამოაქვეყნა ხუთი სტატია ინდოეთის დემოკრატიაზე, „არის თუ არა ინდოეთი ჯერ კიდევ დემოკრატია“ და ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი მთავრობა დაკავდა დემოკრატიული ინსტიტუტების, ნორმებისა და პრაქტიკის დემონტაჟით. 2024 წლის აპრილში ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია (რატომ არის ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი ინდოეთში“), სადაც ნათქვამია, რომ ინდოეთში დემოკრატიული მმართველობა იშლება მოდის მეორე ვადის დაწყების შემდეგ და რომ ინდოეთის პლურალისტური დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ პრემიერმინისტრი მოდი და მისი პარტია მესამე ვადით მოვლენ ხელისუფლებაში. 

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრების  „დიქტატურად“კლასიფიცირებით  NED–მა განაგრძო თავისი ფასეულობების ექსპორტი ამ ქვეყნებში აკადემიური, კულტურული და მედია აქტივობებით. NED-ის ვებგვერდის და სხვა წყაროების მიხედვით, NED-მა 2021 წელს GCC-ის ქვეყნებში 11 პროგრამა წამოიწყო, 1,8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, რათა მხარი დაუჭიროს „დემოკრატიის აქტივისტებს“, გააკრიტიკოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ამ ქვეყნებში და და გააღვივოს სოციალური დაძაბულობა პრესის თავისუფლების ხელშეწყობის ეგიდით.

3. მანიპულირება და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა

◆ 2022 წლის აპრილში და 2023 წლის დეკემბერში სერბეთში ჩატარდა საპრეზიდენტო, ეროვნული ასამბლეის და ადგილობრივი არჩევნები. NED-ი ჩაერია საარჩევნო პროცესში და ყველანაირად ცდილობდა წინასაარჩევნოდ პროამერიკელი ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერას. 2023 წლის მაისში სერბეთში ზედიზედ სროლის ორი ინციდენტის შემდეგ, NED-ის მიერ დაფინანსებულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა და პროამერიკული ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს მასობრივი დემონსტრაციები სერბეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

◆NED-ი დიდი ხანია აფინანსებს ფილიპინების საინფორმაციო პორტალ Rappler-ს.  NED-ის ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშების თანახმად, 2017-დან 2021 წლამდე Rappler-მა მიიღო 786,000 აშშ დოლარის დაფინანსება NED-ისგან. 2022 წლის საყოველთაო არჩევნების დროს Rappler ლობირებდა ფილიპინების საარჩევნო კომისიას, რათა მიეღო შიდა ინფორმაციაზე წვდომა, მათ შორის, საარჩევნო ტენდენციებისა და კანდიდატების კამპანიის ხარჯების შესახებ, რამაც დაბადა კითხვები სხვადასხვა მხარეს არჩევნების სამართლიანობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ავტორიზებული წვდომა საბოლოოდ გაუქმდა საზოგადოების ინტენსიური ზეწოლის შედეგად. 

◆NED-ი დიდი ხანია, აფინანსებს ანტიირანულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ფონდი ირანის დემოკრატიისთვის (FDI), არჩევნების საბოტაჟისთვის. ეს აღიარა ამერიკელმა სამოქალაქო აქტივისტმა კენეტ რ. ტიმერმანმა (FDI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა) თავის სტატიაში.

◆ 2023 წლის იანვარში, დეიმონ უილსონმა, NED-ის პრეზიდენტმა, ნიგერიული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება ნიგერიის საყოველთაო არჩევნების დემოკრატიისა და სამართლიანობის თაობაზე.

Ⅳ. განხეთქილების და დაპირისპირების წაქეზება სხვა ქვეყნების სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით

კენეტ ვოლაკმა, NED-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა აშშ-ს კონგრესს NED-ის გრძელვადიანი ძალისხმევის შესახებ, აშშ-ს მტრების წინააღმდეგ და მათი შესაძლებლობების შესახებ, შეცვალონ უცხოეთის ქვეყნების მთავრობები.

1.„ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა. 2022 წელს NED-მა და ტაივანის დემოკრატიული პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობამ ერთად უმასპინძლა დემოკრატიისთვის მსოფლიო მოძრაობის გლობალურ ასამბლეას და მოიწვია ევროპელი პარლამენტარები და ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ „დემოკრატიული ძალების“ მობილიზებას, რათა გაეხსნათ „დემოკრატიული ბრძოლის ფრონტის ხაზი“ აღმოსავლეთში და გაევრცელებინათ ცრუ ნარატივი- „დღეს- უკრაინა, ხვალ- ტაივანი“. 2023 წლის ივლისში NED-ის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი გაემგზავრა ტაივანში „ტაივანის დემოკრატიის ფონდის“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად და გადასცა ცაი ინგ-ვენს „დემოკრატიის მსახურის მედალი“. 

2. შეთანხმება ჰონგ კონგში ანტიჩინურ, მადესტაბილიზებელ ძალებთან. NED-ი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს მათთან, ვინც ცდილობს ჰონგ კონგის დესტაბილიზაციას ფინანსური სახსრებითა და საზოგადოებრივი მხარდაჭერით. 2020 წელს NED-მა შექმნა რამდენიმე პროექტი ჰონგ კონგთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში, 310,000 დოლარის დაფინანსებით, რათა ხელი შეუწყოს მათ, ვინც ჰონგ კონგის დესტაბილიზაციას ცდილობს. 2023 წელს NED-მა თანამშრომლობა დაიწყო ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Hong Kong Watch-ი და Amnesty International, ასევე,  ჩინეთის მოწინააღმდეგე ამერიკელ, ბრიტანელ და გერმანელ კანონმდებლებთან და წარადგინა  ჯიმი ლაი ჩი-იინგი, ადამიანი, რომელიც ჰონგ კონგში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს, 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად. 

3. NED-ი დიდი ხანია მხარს უჭერს ანტიჩინურ ორგანიზაციას „იუგურების მსოფლიო კონგრესს“ (WUC), საშუალო წლიური დაფინანსებით 5 მილიონი აშშ დოლარიდან 6 მილიონ აშშ დოლარამდე. 2024 წლის მარტში NED-მა მიიწვია “WUC”-ის ლიდერი თავის ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკისა და  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების განვითარების საკითხს.

NED-მა ფინანსური დახმარება გაუწია ჰიდაეთ ოგუჟანს, “აღმოსავლეთ თურქისტანის განათლებისა და სოლიდარობის ასოციაციის” ლიდერს, დაავალა მას, გააძლიეროს ანტიჩინური აქციები და გააღვივოს უთანხმოება ჩინეთსა და თურქეთს შორის. NED-მა ასევე დააფინანსა რუშან აბასი, “აღმოსავლეთ თურქისტანის” ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რათა ხშირად ჩასულიყო თურქეთში და ემუშავა “აღმოსავლეთ თურქისტანის” ძალებთან, არეულობების მოწყობის მიზნით. 

4. 2023 წლის მარტში NED-ის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ხელმძღვანელობდა NED-ის დელეგაციას დარამსალაში (ინდოეთი), რათა შეხვედროდა „ტიბეტის დამოუკიდებლობის“ ლიდერებს და გამოეხატა მხარდაჭერა „ტიბეტის დამოუკიდებლობის“ მიმართ. 2023 წლის ნოემბერში NED-მა გადასცა დემოკრატიის ჯილდო პიროვნული გამბედაობისთვის ჯიგმე გიატსოს, „ტიბეტის დამოუკიდებლობის“ აქტივისტს. 2024 წლის აპრილში NED-მა თავის შტაბ-ბინაში მიიწვია „ტიბეტის დევნილობაში მყოფი მთავრობის“ წარმომადგენელი პენპა ცერინგი.

5. NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ. 

Ⅴ. ინფორმაციის გაყალბება საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მიზნით

1. NED-ის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი Asahi Shimbun-თან ინტერვიუში იტყუებოდა, რომ ჩინეთი იყენებდა ტექნიკურ საშუალებებს და ხელოვნურ ინტელექტს მოქალაქეების თვალთვალისთვის. 2023 წლის 30 ნოემბერს NED-ის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტოფერ უოკერმა ასევე იცრუა CPC იდეების მონოპოლიზების შესახებ, როდესაც ჩვენება მისცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის  კომიტეტს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის სტრატეგიული კონკურენციის შესახებ.Ⅴ

2. NED-ის მიერ მხარდაჭერილი სერბული არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულნი არიან CNN-ის სერბეთის ფილიალთან, ჩინეთთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელების, ჩინეთის მიერ წარმოებული პროექტების ცილისწამების მიზნით, რასაც აკეთებენ გარემოს დაცვის, შრომისა და კორუფციის ე.წ. პრობლემების წინ წამოწევით. 

3. NED-მა დააფინანსა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), რათა ჩაეშვა პროექტის, „ევროპის გაძლიერება CPC-ის დივერსიული ტაქტიკის წინააღმდეგ“ მეორე ფაზა, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას CPC-ის ე.წ. საფრთხის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და ტრანსატლანტიკური სოლიდარობისთვის.

4.NED-მა ჩადო 17,41 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 92 პროექტის განსახორციელებლად ე.წ. „ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულებზე.“ ის აფინანსებდა სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა აემუშავებინათ ჩრდილოეთ კორეის თემაზე რადიოსადგურები, რომლებზეც ყოველკვირეულად გადაიცემოდა  ისტორიები ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულების შესახებ „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ პერსპექტივიდან. მან შექმნა ჩრდილოეთ კორეის თემატიკაზე ონლაინ პუბლიკაციები, რათა გაევრცელებინა ნეგატიური ამბები ჩრდილოეთ კორეაზე,  მოამზადა „გაქცეულები“, რეპორტიორებად და მოუწოდა მათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩრდილოეთ კორეისთვის  კრიტიკულ პოსტებსა და  ვიდეო ინტერვიუებში. 

5. NED-მა შექმნა საინფორმაციო მატრიცა ირანის წინააღმდეგ Iran International-თან, ამერიკის ხმასტან, BBC-ის ირანულ სამსახურსა და სხვა ანტიირანულ მედიასთან ერთად. NED-ი და მასთან დაკავშირებული სააგენტოები  ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან ანტიირანულ მედიას, რათა ინტენსიურად გაშუქდეს ახალი ამბები ანტიირანული ნარატივით. 

Ⅵ. „აკადემიური აქტივობების“ გამოყენება ჩარევისა და ინფილტრაციის შესანიღბად

1.NED აფინანსებდა ერაყში საჯარო პოლიტიკის მმართველობის ცენტრს (GCPP), რომელიც აქვეყნებდა ერაყში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეროვნული ინდექსის ანგარიშს ზედიზედ 6 წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე აძლევდა დაბალ შეფასებას ერაყის  დემოკრატიას და ახდენდა მის კლასიფიცირებას ნაწილობრივ ავტორიტარულ, გარდამავალ ქვეყნად. ერაყის საზოგადოების სხვადასხვა ფენები არ ეთანხმებიან ანგარიშს, რადგან ის არ ასახავს ერაყის მიერ მიღწეულ პროგრესს სახელმწიფოს მართვის, სოციალური მმართველობის, დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. მათ მიაჩნიათ, რომ ერაყისთვის დაბალი ქულების მინიჭების მიზანი ქვეყნის შიდა საქმეებში აშშ-ის მუდმივი ჩარევის და ერაყიდან ჯარების გაყვანის გადადების გამართლებაა. 

2. 2024 წლის მარტში NED-ის ძირითადი გრანტის მიმღებმა ინსტიტუტმა „ საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრმა“ (CIPE), ფილიპინების Makati Business Club-თან და სხვა ასოციაციებთან ერთად, გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების შესახებ პირველი ანგარიში ფილიპინებში, რომელშიც ფილიპინებს უსამართლოდ მოახვიეს თავს ნახშირბადის ემისიების სტანდარტები და ვალდებულებები, რომლებიც აშშ-სა და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, რათა ზეწოლა მოეხდინათ ფილიპინების მთავრობაზე ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლის მიზნით. 

3.NED-მა ასობით ათასი დოლარის დაფინანსება გამოუყო ევროპის ღირებულებების ცენტრს უსაფრთხოების პოლიტიკისთვის (EVC), გლობალური უსაფრთხოების ცენტრს (GSC) და სხვა ანალიტიკურ ცენტრებს სხვადასხვა სემინარებისა და აქტივობების ორგანიზებისთვის, რომლებიც უბიძგებს ევროკავშირს მიბაძოს აშშ-ს „პატარა ეზო, მაღალი ღობის“ პოლიტიკას.

4. უკრაინის კრიზისის დასაწყისიდან NED-ის მიერ დაფინანსებული „ბელგრადის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ მხარს უჭერდა პროდასავლური დემონსტრანტების პროტესტს და აკრიტიკებდა სერბეთის საგარეო პოლიტიკას.

5. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე NED-ი აფინანსებდა Atlas Network-ის გავლით თურქული ციფრული მედიის პლატფორმა daktilo1984.com-ს და მხარს უჭერდა ამ პლატფორმის აქტივობებს, რომელიც ემსახურებოდა უკმაყოფილების დათესვას, ეთნიკური დაძაბულობის, სოციალურ კონფლიქტებსა და პოლიტიკური უთანხმოების გაღვივებას.

6. NED-ი დიდი ხანია აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს „კოსოვოში“ სერბეთის მთავრობასა და პრიშტინის დროებითი თვითმმართველობის ინსტიტუტს შორის დაძაბულობის გასაღვივებლად. 2023 წლის დეკემბერში, NED-ის მიერ დაფინანსებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Sbunker-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ „კოსოვო“ არის შედარებით წარმატებული მაგალითი ამერიკის მხარდაჭერისა ქვეყნის მშენებლობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. ეს იყო მცდელობა, გაეთეთრებინათ აშშ-ის ნამდვილი განზრახვა სხვა ქვეყნებში შეჭრის და მათი დაყოფის.

7. NED იყენებდა სოციალურ მედიას ირანის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის საწარმოებლად. ჰიჯაბის ტარების წესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს სოციალურ მედიაში გაჩნდა დიდი რაოდენობით ბოტები დიდი აუდიტორიებით,რომლებიც ინიღბებიდნენ პირადი ანგარიშებით ან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სტატუსით,  რათა გაევრცელებინათ ირანის საწინააღმდეგო ინფორმაცია და შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება.

8. NED-მა და USAID-მა დააფინანსეს რამდენიმე უკრაინული ორგანიზაცია, რათა ემუშავათ უკრაინის სოციალური მედიის „ფაქტების შემმოწმებლებად“. მაგრამ ასეთი „ფაქტების შემოწმება“ სინამდვილეში არის ინფორმაციული ფილტრი, რომელიც შეიქმნა აშშ-ს მიერ უკრაინულ ინტერნეტსივრცეში  უკრაინელი ხალხის მოსატყუებლად.

Ⅶ. NED გამოააშკარავა და გააკრიტიკა აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ

1. NED-ის ნამდვილი სახე, რომელიც ამერიკელებმა გამოააშკარავეს

◆ ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა რონ პოლმა ამას წინათ განაცხადა, რომ NED-მა დახარჯა  ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული უცხოელი პოლიტიკოსებისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პარტიების მხარდასაჭერად, რაც აშკარად არღვევს აშშ-ს შიდა კანონმდებლობას. NED-ი გასცემდა „რბილი ფულს“ უცხო ქვეყნებში არჩევნების დასაფინანსებლად.

◆ ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა ბარნი ფრენკმა მოითხოვა NED-ის დაფინანსების შემცირება 1980-იან წლებში. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პროფკავშირებისთვის ფულის მიცემა პოლიტიკური მიზნით, ნაცვლად იმისა, რომ დაეფინანსებინათ  საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან კიბოს კვლევა, არ იყო გონივრული საქციელი. 

◆ 2006 წლის 29 იანვარს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აშშ-დან არაერთმნიშვნელოვანმა სიგნალებმა ხელი შეუწყო ქაოსს ჰაიტიში.“ სტატიაში მოთხრობილია,  როგორ დაამხო აშშ-ს მთავრობამ NED-ის მეშვეობით ჰაიტის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა.

◆ 2021 წლის სექტემბერში სტივენ კინზერმა (The New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა) გამოაქვეყნა სტატიები New York Review of Books-ის ვებსაიტზე, სადაც ნატქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. სტატიებში ნათქვამია, რომ NED-ის დირექტორთა საბჭოს პირველი წევრები ომების გამღვივებლები იყვნენ, ხოლო საბჭოს ამჟამინდელ წევრებს შორის არიან ყოფილი ფედერალური სენატორები, რომლებიც კუბასა და ნიკარაგუაში რეჟიმის ცვლილების ენთუზიასტები არიან. NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.

2.NED-ის ბოროტმოქმედებები გამოააშკარავა და გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებამ


◆2015 წლის 29 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც NED-ი ოფიციალურად დასახელებულია, როგორც „არასასურველი ორგანიზაცია“ და აკრძალა მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა აშკარად თვალთმაქცური განცხადება, რომ  რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ბედის გამო არის „ღრმად შეშფოთებული“. NED-ის პროექტების უმეტესობა მიზნად ისახავდა შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციას იმ ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ გაატარონ დამოუკიდებელი პოლიტიკა საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა ვაშინგტონის ხელმძღვანელობით.
◆ 2022 წლის მაისში რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინებებოდა, რომ ჟურნალ „ეროვნულ თავდაცვასთან“ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ ნაილ მუხიტოვმა განაცხადა, რომ NED ძირითადად გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, ცდილობს მოშალოს მათი პატრიოტიზმი და შეამციროს რუსეთის როლი თანამედროვე მსოფლიო წესრიგში. „ხალხის გათავისუფლების“ საბაბით, დასავლეთი ცდილობს თავის მოქალაქეებში რუსეთის შესახებ ნეგატიური შეხედულებების დანერგვას.
◆ ფრანგმა ჟურნალისტმა ფრედერიკ შარპიემ 2008 წელს გამოაქვეყნა წიგნი „CIA საფრანგეთში: საფრანგეთის საქმეებში ჩარევის 60 წელი“, სადაც გამოააშკარავა NED-ის საქმიანობა საფრანგეთში და განაცხადა, რომ NED იღებს თანხებს სამი უწყებისგან –  სახელმწიფო დეპარტამენტისგან, USIA-სა და USAID-სგან და ემსახურება აშშ-ს დიპლომატიურ და სამხედრო პოლიტიკას.
◆ 2010 წელს ფრანგულმა პორტალმა Voltaire Network-მა გამოაქვეყნა მისი დამფუძნებლის, ტიერი მეისანის სტატია, სათაურით „NED-ი CIA-ს სამართლებრივი ფანჯარა“, რომელშიც ამხილა NED-ის უშუალო მონაწილეობა ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და მისი ჩარევა საფრანგეთის არჩევნებში, ასევე, სხვა დანაშაულები. 
◆ 2018 წელს უნგრულმა მედიამ (Figyelo-მ) შავ სიაში შეიტანა „უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი,“ ადამიანის უფლებათა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება NED-ის მიერ, უწოდა მათ „სოროსის დაქირავებულები“ და დაადანაშაულა უცხოურ ძალებთან შეთანხმებასა და ქვეყნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაში.
◆ 2023 წლის აპრილში NED-მა დაიწყო განაცხადების მიღება უპარტიო, დამოუკიდებელი მედიის დასაფინანსებლად, რომლებმაც უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა და მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას. სტივენ კინზერმა, The New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა, გააფრთხილა მსოფლიო მთავრობები, რომ NED-ის ერთადერთი მიზანია ადამიანების დატრენინგება იმ მთავრობების დესტაბილიზაციისთვის, რომლებსაც ვაშინგტონი არ უჭერს მხარს.
◆რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IMEMO) თავის სტატიაში „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის 40: ძირითად საფუძვლებზე დაბრუნება?“ წერს, რომ NED საშუალებას აძლევს აშშ-ს მთავრობას, განახორციელოს ერთდროულად ორდონიანი საგარეო პოლიტიკა დღევანდელ დიქტატორულ მთავრობებთან, რომლებშიც აშშ-ს მთავრობა ინარჩუნებს ურთიერთობებს, ხოლო NED-ი მუშაობს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვესახელმწიფოებრივ დონეზე, რათა ჩამოაყალიბოს საჭირო პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეეძლებათ შეცვალონ მომავალში ეს მთავრობები. NED-ს შეუძლია  შეასრულოს საკუთარი როლი მგრძნობიარე სფეროებში, სადაც სამთავრობო პროგრამები მოუხერხებელია.
◆ 2023 წლის ივნისში სააგენტო Brasil-მა მოიყვანა  კამილა ფეიქს ვიდალის (სანტა-კატარინას ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორის) ციტატა, რომ NED-ი არის ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატია გამოიყენება საბაბად სარგებლის მისაღებად და მორალურ საბაბად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩასარევად.
◆ 2016 წელს, ინდოეთის მთავრობამ NED-ი იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ამის მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემული  შემოწირულობი, რომელიც განხორციელდა უცხოური შენატანების რეგულირების აქტის დებულებების დარღვევით.

დასკვნა

დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის, რითაც უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ასეთი არაპოპულარულ და ამაზრზენ ქმედებებს მტკიცედ გმობს საერთაშორისო საზოგადოება. 

მსოფლიოს სურს მრავალპოლარულობა და საჭიროა უფრო მეტი დემოკრატია საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს განვითარების გზა, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ რეალობას და მისი ხალხის საჭიროებებს. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა ქვეყნებს ლექციები უტაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მით უმეტეს, გამოიყენოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის, მათ საშინაო საქმეებში ჩარევისა და იდეოლოგიური დაპირისპირებისთვის.  კაცობრიობის საერთო ფასეულობების – მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უნდა ჩაერთონ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე აზრთა გაცვლასა და დიალოგში და ერთად იმუშაონ კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აღნიშნულია დოკუმენტში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა