GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა – ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა რუსეთში 2012 წელს კაპიკებში არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა ჩართონ გიგაურმა და ნაცმედიამ, იქნებ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს სიცრუე

x

„როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით. ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურის და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ.

„იმდენად უსუსურია ეს ყველაფერი, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს, მაგრამ როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან პირველმა იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით რუსეთში. ახლა რადიკალურმა მედიამ ეს გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა. იქნებ დაგვდოს პატივი კაპიტანმა გიგაურმა და ნაც. მედიამ გვითხრას ან რა საბუთია ეს ან სად არის სკანდალი. ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ კაპიტანმა გიგაურმა და ნაც.მედიამ, რომ იქნებ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე, არანაირ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი სიცრუე.“-წერს ნინო ფოჩხუა facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,765 ნახვა