GD Banner
სპორტი

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიელებისთვის 50 000-ლარიან პრემიაზე: ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო – ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს

ეს ჯილდო ნამდვილად დიდი მოტივაცია იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც უმედლოდ დარჩა, – ასე აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უმედლოდ დარჩენილ ოლიმპიადის მონაწილეებს 50 000 ლარი პრემია გადაეცემათ.

„ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს და ეს ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უყურადღებოდ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,268 ნახვა