GD Banner
პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი – ვიწყებ მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი მუშაობის პირველ კვირას აჯამებს.

როგორც გარეთ უორდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, იწყებს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, რომ ორი ქვეყნის ხალხებს ჰქონდეთ კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

„საქართველოში ჩემი პირველი კვირა სრულდება, როგორც ბრიტანეთის ელჩის. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში 25 წლის შემდეგ დავბრუნდი, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს ქვეყანას. ალბათ ამ წლების განმავლობაში ცოტა დავბერდი, მაგრამ, მაინც დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას. ამ კვირაში მქონდა დიდი პატივი, გადამეცა სიგელი პრეზიდენტისთვის, შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიწყებ მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა