GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ხახუბია: მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში

დელეგატის რანგში, ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით, – წერს ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატობის კანდიდატი და მოქმედი მაჟორიტარი, გიორგი ხახუბია, სოციალურ ქსელში.

როგორც ხახუბია აღნიშნავს, დელეგატის ინსტიტუტი შემოღებული იქნა იმისათვის, რომ მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი.

მისივე თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, ერთი წელი გაეგრძელებინა ირაკლი ხახუბიას წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და მათი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო სხვადასხვა მიმართულებას.

“ჩემო ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო! 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით. მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში. პირადად ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ. ჩვენი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციას, სოფლის მეურნეობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, სკოლებსა და ბაღებს, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მიმართულებებს. მე მქონდა შესაძლებლობა ერთი წელი გამეგრძელებინა ირაკლის წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და ამასთანავე შევძელი ჩვენი საერთო სურვილი სისრულეში მომეყვანა, რაც ქალაქ ფოთისთვის ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას გულისხმობს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სათავე იქნება. პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის! მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის! დიდი იმედი მაქვს ჩემი ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!” – წერს გიორგი ხახუბია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა