GD Banner
Uncategorized

ბუდუ ზივზივაძე- მეკარე წელში მუხლით დამეჯახა, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ

გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრავმაზე წერდა.

„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.

საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. 

„გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ,” – თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა