GD Banner
Uncategorized

ახალ ზელანდიაში საქველმოქმედო ორგანიზაციამ, შეცდომით, მეტამფეტამინის სასიკვდილო დოზის შემცველი კონფეტები დაარიგა

ახალ ზელანდიაში მოქმედმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, შეცდომით, მეტამფეტამინის სასიკვდილო დოზის შემცველი კონფეტები დაარიგა.

საქველმოქმედო მიზნით განკუთვნილ სურსათის ყუთებში მოთავსებული კონფეტები 400-მდე ოჯახს დაურიგდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, თითოეულ კონფეტში, ნარკოტიკული საშუალების დოზა 300-ჯერ აჭარბებს ნორმას და სასიკვდილოა. 

გამოცემის ინფორმაციით, ანანასის ტკბილეული მალაიზიურ ბრენდ Rinda-ს ეკუთვნის და სავარაუდოდ, მოხალისეების ხელში შეცდომით მოხვდა, რადგან თითოეულის  ღირებულება $600-ს შეადგენს.

კონფეტების გასინჯვა, მინიმუმ, 8 ოჯახში მოასწრეს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, თუმცა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ დაფიქსირდა. საზიზღარი გემოს გამო,  ბავშვებმა ის მაშინვე გადმოაფურთხეს.

ახალი ზელანდიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა