GD Banner
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთელზე – არარსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს თავს აპიარებინებდა და არარსებულ ამომრჩეველს თავს არჩევინებდა, ამაზე გამოჭერილი კი, ჰოსპიტალში იშოტებოდა სიბრალულის გამოწვევის ამოცანით

პოლიტიკური სუტენიორი, მოქკავშირელი დინოზავრი- ასე ახასიათებს თამარ ჩერგოლეიშვილი ყოფილ თანაპარტიელ გიგი წერეთელს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„პოლიტიკურ სუტენორს, გიგი წერეთელს, რადიო თავისუფლებისთვის სიყალბით აღსავსე ინტერვიუ მიუცია – ბიბლიას მე უნდა ვციტრებდე და არა ბოკერია, მე შესაბამისად ვცხოვრობო.

არარსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს რომ თავს აპიარებინებდა და არარსებულ ამომრჩეველს რომ თავს არჩევინებდა, და ამაზე გამოჭერილი ჰოსპიტალში რომ იშოტებოდა სიბრალულის გამოწვევის ამოცანით – აი ეგ სიმყრალე საუბრობს ქრისტიანობაზე, იმიტომ რომ კელაპტრით ტელეკამერისწინ ბევრი ირბინა.

ამ პოსტ-საბჭოთა კოლექტიური სიმყრალის, პადხალიმაჟის და სიყალბის ჩარეცხვაზე გადის ამ ქვეყნის განვითარება და უნდა გამოვტყდე, მიხარია, რომ ჩვენმა სისტემამ ეგ ტიკი გახეთქა.

P.S. ეგოებზე ბოდავს.

საკუთარ პარტიაში არჩევნებს აყალბებდა, გამოვიჭირეთ – საკუთარი ყურით მოვასმენინეთ მისი დელეგატების უმრავლესობა ნაცი, აჰალი, ლეიბორისტი და ქოცი რომაა. ჩაწერილია ზარები.

არ შერცხვა და “ეგოო” – ეგოები აღმოაჩნდათ დიდიო.

ეგო ჰგონია წესიერება და პატიოსნება ამ მოქკავშირელ დინოზავრს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,765 ნახვა