გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრავმაზე წერდა.
„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.
საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია.
„გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ,” – თქვა ბუდუ ზივზივაძემ.
Facebook Comments Box