GD Banner
სპორტი

რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა; არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს!

სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, – ამის შესახებ პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

იგი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელების გაცილების დღეს, როდესაც სიტყვითაც გამოვიდა. იონათამიშვილი უკიდურესად მიუღებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს, ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის პარალიმპიელების სახელის გამოყენებას.

„არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება. კერძოდ, თანაბარი სტიპენდიების პროგრამა, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების სამართლებრივი სტატუსი, სპორტსმენებისა და პარაათლეტების, ასევე, მწვრთნელბისა და ექიმების დაფასება/წახალისების პროგრამები და, რაც მნიშვნელოვანია – თანაბარი პრემიების დაწესება ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულთა და პრიზიორებისთვის. ასევე, სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა. თუ დისკრიმინაციად მიაჩნდა ეს და ახლა ხელოვნურ მომიზეზებას არ აქვს ადგილი მისი მხრიდან, მაშინ რატომ დუმდა 23 ივლისს? რატომ არაფერი თქვა? საზოგადოებამ, ასევე, იხილა პარალიმპიელთა გაცილების ღონისძიება 31 ივლისს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართა და პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. მისი “ლოგიკით”, დისკრიმინაციაა ისიც, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონია პარიზში ცალ-ცალკე იმართება. რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული და სასაცილოა. და ბოლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა პარალიმპიადის გახსნამდე დღეებია დარჩენილი და ჩვენი პარაათლეტები საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პარიზი2024-სთვის აქტიურად ემზადებიან, საწვრთნელ შეკრებებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთსა და იტალიაში გადიან, მათი ხსენება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არის უკიდურესად მიუღებელი და უპასუხისმგებლო!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,975 ნახვა