GD Banner
უცხოური მედია

თალიბებმა ხელისუფლებაში დაბრუნების 3 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოიტანეს

აშშ-ის ყოფილ ავიაბაზაზე, ბაგრამში თალიბებმა მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს. ეს იყო ყველაზე დიდი აღლუმი მას შემდეგ, რაც 2021 წელს ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. აღლუმს 10 000 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მაღალჩინოსნები. ინფორმაცია „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

თალიბებმა ბაგრამში აშშ-ის მიერ მიტოვებული ტექნიკა გამოიტანეს- ტანკები, ვერტმფრენები და ჰამერები. ამასთან, თალიბი მებრძოლები თანამედროვე ამერიკული სამხედრო ეკიპირებით გამოვიდნენ.

თალიბანის ლიდერებმა, რომლებიც აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ, სხვა ქვეყნები გააფრთხილეს, ნუ ჩაერევიან ავღანეთის საშინაო საქმეებში, არამედ ითანამშროლმოლ თალიბების ხელისუფლებასთან. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,806 ნახვა