GD Banner
სპორტი

The Guardian: პარიზის პარალიმპიურ თამაშებში პირველად ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას

იტალიელი მორბენალი ქალი ვალენტინა პეტრილო იქნება პირველი ტრანსგენდერი, ვინც პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.

50 წლის სპორტსმენი იტალიის ნაკრების წევრია. ის 200 და 400 მეტრზე სირბილში მიიღებს მონაწილეობას.

პეტრილომ, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, სქესი 2019 წელს შეიცვალა. გასულ წელს მან სირბილში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პეტრილოს, სანამ ქალი გახდებოდა, მამაკაცთა კატეგორიაში 11 ეროვნული ჯილდო აქვს მოპოვებული.

სპორტსმენის თქმით, მისი მონაწილეობა თამაშებში „ინკლუზიურობის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცევა“.

როგორც საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის თავმჯდომარემ ენდრიუ პარსონსმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პეტრილოს პარიზში მიესალმებიან, მას სურს, რომ სპორტულმა სამყარომ ტრანსგენდერებთან მიმართებით ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს.

პარიზის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,796 ნახვა