GD Banner
Uncategorized

დიდი ბრიტანეთის პოლიციის კომისარი აშშ-ს მოქალაქეებს ინტერნეტ პოსტების გამო, ექსტრადირებით და ციხეში გამოკეტვით ემუქრება- „მოგაკითხავთ სახლებში!“

ლონდონის პოლიციის უფროსი მარკ როული აცხადებს, რომ  ხელისუფლება დაიწყებს იმ პირთა დევნას, ვინც ქვეყანაში არეულობის შესახებ სოციალურ ქსელებში კომენტარებს წერს. ამასთან, როულის თქმით, რეპრესიები შეეხება არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ აშშ-ის მოქალაქეებსაც. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

„ჩვენ ხალხს დავანახებთ კანონის მთელ ძალას. და არ აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყნის ქუჩებში ჩაიდენთ დანაშაულს, თუ ინტერნეტის მეშვეობით, შორეული ქვეყნიდან. ჩვენ მოგაკითხავთ სახლებში“!,-განაცხადა მარკ როულიმ Sky News-თან ინტერვიუს დროს.

ხელისუფლების კრიტიკოსებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მუქარის მთავარი ასპექტი – ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს, სოციალურ ქსელში გამოთქმული პოლიტიკური განცხადებების გამო,  მოახდინოს ამერიკის მოქალაქეების ექსტრადირება და ბრიტანეთის საპატიმროში ჩასმა. 

Sky News-ის რეპორტიორმა კომისარ როულის უფრო დეტალური განმარტების გაკეთება სთხოვა მის გამონათქვამზე, რომელიც შეეხებოდა „ცნობილ მოღვაწეებს, რომლებიც აღვივებენ ზიზღს და ამაში ჩართულნი არიან ილონ მასკის მსგავსი ადამიანები“. კორესპონდენტმა ასევე დასვა კითხვა, თუ რა გეგმა აქვს ბრიტანეთის პოლიციას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კლავიატურის მეშვეობით, სხვა ქვეყნებიდან  ახდენენ დემონსტრანტების წახალისებას. რაზეც კომისარმა უპასუხა, რომ „სხვა ქვეყანაში ყოფნა და კლავიატურით ბრძოლა არ ნიშნავს, რომ ადამიანი კანონისგან დაცულია“.

„ჩვენ დავიწყებთ დევნას იმ კანონდამრღვევების, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით შეეცდებიან მოაწყონ ქუჩის ძალადობრივი დემონსტრაციების პროვოცირება. ასევე, ფიზიკურად დავუპირისპირდებით ქუჩებში ბანდიტებსა და არამზადებს, რომლებიც საზოგადოებას უქმნიან პრობლემებს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა