ტრამპისა და მასკის ინტერვიუს პირდაპირ ტრანსლაციას X-ზე 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი უყურებდა. მანამდე, სოციალურ ქსელზე გაძლიერებული DOS- შეტევა განხორციელდა, რის გამოც ინტერვიუ 45 წთ-ის დაგვიანებით დაიწყო.
ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა. რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინის კონფლიქტს არ დაუშვებდა. მისივე თქმით, ბაიდენს IQ საერთოდ არ აქვს.
„უკრაინაში ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე თქვენ გგონიათ. უკრაინას მამაკაცები აღარ ჰყავს. ისინი ფრონტზე უშვებენ ახალგაზრდა ბიჭებს და მოხუცებს. მე შევძლებდი ეს შემეჩერებინა. მე დაველაპარაკებოდი პუტინს და ის ამას არ გააკეთებდა. ის მე დამიჯერებდა“,-განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ბაიდენმა სისულელე ცაიდინა, როდესაც დაუშვა, რომ უკრაინის ნატო-ში გაერთიანებას შეძლებდა.
„30 წლის წინ ბაიდენს სკმაოდ დაბალი IQ ჰქონდა. ახლა, მგონი, საერთოდ აღარ აქვს“,-განაცხადა მან.
ტრანსლაცია 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გთავაზობთ „საუკუნის საუბრის“ ყველაზე მნიშვნელოვან ციტატებს:
„თუ ჰარისი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნება. თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, ჩვენ შემდეგ წელს ვენესუელაში შევხვდებით, რადგან იქ გაცილებით უსაფრთხო ცხოვრება იქნება.“.
„ის, რაც მათ გაუკეთეს ბაიდენს, არის სახელმწიფო გადატრიალება“.
„მე კარგად ვიცნობ პუტინს, ის პატივს მცემს. მე ვიცნობ კიმ ჩენ ინს და სი ძინ პინს. ისინი ტავიანთი კარიერის მწვერვალზე არიან, უყვართ თავიანთი ქვეყანა, მზად არიან დაიცვან ის. და როდესაც უყურებენ ბაიდენს და კამალს, საკუთარი თვალების არ სჯერათ“.
„გლობალური დათბობა- ეს არ არის კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საშიშროება. კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემაა- „ბირთვული დათბობა“.
„მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ისრაელი დარტყმის ქვეშ არ მოექცეოდა. რუსეთთან კონფლიქტიც არ მოხდებოდა. მე ვეტყოდი პუტინს- ეს არ გააკეთო. და ის არასდროს გააკეთებდა ამას. ის მე დამიჯერებდა“.
„იბამამ და ბაიდენმა პუტინს და ჩინეთს უბიძგეს ერთმანეთისკენ, მაგრამ ისტორიის გაკვეთილები გვასწავლის, რომ არ შეიძლება რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების თანხვედრის დაშვება“.
„ბევრ შემთხვევაში, ხალხი ქვეყნის შიგნით, უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ქვეყნის გარე მტრები“.
ტრამპისა და მასკის ინტერვიუს პირდაპირ ტრანსლაციას X-ზე, 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი უყურებდა. მანამდე, სოციალურ ქსელზე გაძლიერებული DDOS- შეტევა განხორციელდა, რის გამოც ინტერვიუ 45 წთ-ის დაგვიანებით დაიწყო.