GD Banner
უცხოური მედია

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ იყო ორგანიზებული.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს ალექსანდრ ხაილო, რომელმაც 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. გამოძიების მიხედვით, ამ თანხის სანაცვლოდ უკრაინელი მაღალჩინოსანი ლვოვისა და ვოლინის ოლქების სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პირებს დაჰპირდა, რომ ფრონტის ხაზზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქში არსებული მაღაროდან სამთო-მომპოვებელ აღჭურვილობას გადასცემდა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, საუბარია სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ უნიკალურ აღჭურვილობაზე, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებითაა განლაგებული. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ამ აღჭურვილობის ევაკუაციის თხოვნით სამთო-მომპოვებელი საწარმოების ხელმძღვანელებმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მიმართეს, თუმცა მაღალჩინოსანმა ქრთამი მოითხოვა. გამოძიების ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ სამი პირი. ოთხივე ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებულია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,786 ნახვა