GD Banner
Uncategorized

ლაშა ტალახაძე: ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს – გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს – გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს – გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში. მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემს ოჯახს მივუძღვნა. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ. ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვებს შემდეგ არ მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა, ჩვენმა ბიჭებმა, ვინც მედლები მოიპოვეს. საქართველო, ეს [გამარჯვება] თქვენ გეძღვნებათ“, – განაცხადა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა