GD Banner
Uncategorized

პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვებამ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვების შედეგად საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ბერძენი პიროს დიმასის, კახი კახიაშვილის (1992 წელს მან ოქრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, 1996 და 2000 წლებში კი – საბერძნეთის სახელით მოიგო), თურქების ხალილ მუტლუსა და ნაიმ სულეიმანოღლუს შემდეგ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა