რუსეთის სამ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. ეს ეხება კურსკის, ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებს,- ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ რეჟიმი შემოღებულია კიევის მიერ, რუსეთის რამდენიმე რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობის გამო.
აღნიშნული რეგიონების ტერიტორიებზე გამკაცრდა საზოგადოებრივი წესრიგის ზომები, დაშვებულია მანქანების და ადამიანების ჩრეკა. ხელისუფლებას უფლება მიეცა აკრძალოს ალკოჰოლის და იარაღის გაყიდვა. ასევე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც კონტრტერორისტულ ოპერაციაში არიან ჩართულნი, უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ საცხოვრებელ სახლებში და დაუსახლებელ შენობებსა და მიწის ნაკვეთებზე, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაშია.
Facebook Comments Box