GD Banner
სპორტი

ალჟირელი მოკრივე აცხადებს, რომ ოლიმპიური ოქროს მოგებით საუკეთესო პასუხი გასცა მის წინააღმდეგ გაჩაღებულ სიძულვილის კამპანიას

ალჟირელმა მოკრივემ, იმან ხელიფმა, რომელმაც 2023 წელს გენდერული ტესტი ჩააგდო, პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ყოველთვის ოცნებობდა ოლიმპიურ ოქროზე და მადლობას უხდის ყველას, ვინც მას პარიზში გულშემატკივრობდა. მან განაცხადა, რომ ეს გამარჯვება საუკეთესო  პასუხია მის მიმართ აგორებულ სიძულვილის კამპანიაზე. 

„მე ქალი ვარ ისევე, როგორც ყველა ქალი. დავიბადე ქალად და ვიცხოვრე როგორც ქალმა, მაგრამ გამარჯვებას მტრები ჰყავს“,-განაცხადა ხელიფმა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ხელიფი ჩინელ მოკრივეს შეხვდა და გაიმარჯვა. 

2023 წელს კრივის საერთაშორისო ასოციაციამ ხელიფი მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვა. გენდერული ტესტის პასუხის თანახმად, სპორტსმენს ХY ქრომოსომები და მომატებული ტესტოსტერონი აქვს. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წელს ის ქალთა შეჯიბრში დაუშვა, რამაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,623 ნახვა