GD Banner
უცხოური მედია

“იქნება ტოლერანტობის მომენტი” – ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია  გახსნის სკანდალის შემდეგ დააკორექტირეს

პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიხედა ,- ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა ტერი რუბელმა განაცხადა. მისივე თქმით, გახსნის შოუს შემდეგ თამაშების ორგანიზატორების მისამართით მკვლელობის მუქარები გაჟღერდა და ახლა ისინი ცდილობენ, თავიდან აიცილონ „წვეტიანი კიდეები და შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციები“.

Le Parisien-თან ინტერვიუში რუბელმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის დახურვა არ შეამსუბუქებს იმ სკანდალურ შთაბეჭდილებებს, რაც გახსნის ცერემონიას მოჰყვა, მაგრამ ეს იქნება ტოლერანტობისა და ერთიანობის ზეიმი „უარყოფითი კალამბურების გარეშე“.

ცერემონიის ორგანიზატორები გახსნის დეტალებს არ ახმაურებენ, მაგრამ Variety წერს, რომ ცერემონიაზე გამოვლენ ბილი აილიში, სნუპ დოგი და Red Hot Chili Peppers. ასევე, Guardian-ის ინფორმაციით, ელოდებიან ტომ კრუზის გამოსვლას ტრიუკების ჩვენებით, და შესაძლოა, ტეილორ სვიფტსაც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,745 ნახვა