რუსულმა მხარემ დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში ბომბი ჩამოაგდო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 11 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაჭრილთა შორის არის ერთი მცირეწლოვანიც.
ამასთან, აფეთქების შედეგად დაზიანდა 20 მრავალსართულიანი კორპუსი, ექვსი ადმინისტრაციული შენობა და სამი საწარმო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სპეციალური სამსახურები.
ვადიმ ფილაშკინის თქმით, გასული დღის განმავლობაში ეს არის მეორე სასიკვდილო თავდასხმა სამოქალაქო ტერიტორიაზე. მანამდე კონსტანტინოვკაში რუსული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
Facebook Comments Box