GD Banner
უცხოური მედია

ტეხასში დააკავეს „უნიტაზების ამფეთქებელი“, რომელიც საზოგადოებრივ ტუალეტებში პეტარდებს დებდა

46 წლის პოლ ოლდენმა გასართობად, ასაფეთქებელი  „ჰობი“ მოიგონა,- ამის შესახებ ტეხასის პოლიცია იუწყება. სან-ანტონიოში მცხოვრები მამაკაცი საზოგადოებრივ ტუალეტებში შედიოდა, უნიტაზებში მცირე პეტარდებს აყენებდა, რომლებიც დაწოლის შედეგად ფეთქდებოდა. ამის შემდეგ ის კართან იდგა, სანამ რომელიმე შემსვლელი პეტარდს არ გაააქტიურებდა.

როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ასაფეთქბელმა იმუშავა, ოლდენი დანაშაულის ადგილს ტოვებდა. სანამ მის დაკავებას შეძლებდნენ, სამი აფეთქების მოწყობა მოასწრო, რის შედეგადაც დაშავდა ორი ქალი, ასევე პატარა გოგონა.

საბოლოოდ, ოლდენი სათვალთვალო კამერის მეშვეობით გამოავლინეს ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში, სადაც ის პეტარდს აყენებდა. თანამშრომლებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ მამაკაცი მათი მუდმივი კლიენტი იყო. ოლდენი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, 50 000 დოლარის გირაო შეუფარდეს და გაუშვეს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,331 ნახვა