GD Banner
Uncategorized

რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთმა 9 აგვისტოს კურსკის რეგიონში “ფედერალურ დონეზე” გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. რეგიონში უკრაინის ძალები ოთხი დღის განმავლობაში არიან შეჭრილნი. განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის შეტევა საჰაერო ბაზაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რეგიონში გადაყავს დამატებითი ძალები, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები – იუწყება სააგენტო ინტერფაქსი.

სახელმწიფო მედია აშუქებს კურსკში სამხედროების და ჯავშანმანქანების გადასვლას. აღნიშნული ინფორმაცია სოციალური მედიითაც ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, რეგიონში სამხედრო შენაერთი „ვაგნერიც“ შეიყვანეს.

რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა დაიწყო.

6 აგვისტოს შემდეგ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრზე და ოცამდე დასახლებაზე – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, ბლოგერები და სხვა წყაროები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა