რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე დარტყმის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი დაშავდა – 35 .
როგორც დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ვადიმ ფილაშკინი იუწყება, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩნდა ხანძარი, თუმცა მაშველებმა მისი ლიკვიდაცია უკვე შეძლეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ათზე მეტი ავტომობილი.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები.
Facebook Comments Box