GD Banner
Uncategorized

დავით ჩიხელიძე დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებაზე- ოპოზიციის მორიგი მავნებლობა სისრულეში მოვიდა- კენიიდან გადმორგული ბაობაბის ყველა ხე გახმა

x

ექსპერტი დავით ჩიხელიძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ დაბრკოლებებზე. როგორც ჩიხელიძე წერს, ბაობაბის გადმორგვის პროცესში განსაკუთრებით ოპოზიცია აქტიურობდა, რომელიც პროცესის შეფერხებას, ყველა აკრძალული ხერხით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა.

ექსპერტის თქმით, ოპოზიციისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უკანონობა არ ხდებოდა. ოპოზიციამ თემის “აწევის” პროცესში შემკვეთს დრო დააკარგვინა.

სასამართლოს და ბიუროკრატიული პროცესების გაჭიანურების პროცესში ბაობაბის ხეები, რამდენიმე წელი გრუნტიდან ამოღებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მათ სიცოცხლის უნარიანობაზე უარყოფითად აისახა და დარგვიდან რამდენიმე თვეში გახმა.

მისივე თქმით, ბაობაბის ხეების გადმორგვა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და მისი ხილვა საქართველოს მოსახლეობას სრულიად უფასოდ შეეძლო.

“ოპოზიციის მორიგი მავნებლობა სისრულეში მოვიდა, დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კენიიდან გადმორგული ბაობაბის ყველა ხე გახმა (8 ხე) ბაობაბის გადმორგვის პროცესში განსაკუთრებით ოპოზიცია აქტიურობდა, რომელიც პროცესის შეფერხებას, ყველა აკრძალული ხერხით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა. გვახსოვს ოპოზიციის აპელირება, რომ ბაობაბის გადმორგვა უკანონოდ ხდებოდა, მთავარი არხი უფრო შორს წავიდა და პირდაპირ ეთერს საეჭვო წარმომავლობის “ექსპერტებს” უთმობდა, რომლებიც დიდი გულისტკივილით გვაუწყებდა, რომ 8 ბაობაბის გადარგვა , კენიას ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებდა, რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ, კენიის მთავრობამ ბაობაბის ტრანსპორტირების ნებართვა გასცა, რადგან საქმე კანონიერ პროცესთან გვქონდა, ბაობაბის ხე გადაშენების პირას მყოფ ხეთა სიაში არ იმყოფებოდა და არც რაიმე განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა, რაც ბუნებიდან მის (ბაობაბი) ამოღებას უკანონოს გახდიდა. ოპოზიციისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უკანონობა არ ხდებოდა, რადგან ბაობაბის ხეების კენიიდან საქართველოში ტრანსპორტირება 2016 წელსაც განხორციელდა (სრულიად კანონიერად) ოპოზიციამ თემის “აწევის” პროცესში შემკვეთს მთავარი, დრო დააკარგვინა, სასამართლოს და ბიუროკრატიული პროცესების გაჭიანურების პროცესში ბაობაბის ხეები, რამდენიმე წელი გრუნტიდან ამოღებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მათ სიცოცხლის უნარიანობაზე უარყოფითად აისახა და დარგვიდან რამდენიმე თვეში გახმა. ბაობაბის ხეების გადმორგვა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და მისი ხილვა საქართველოს მოსახლეობას სრულიად უფასოდ შეეძლო. ოპოზიციის მავნებლობის გამო, ბაობაბის ხეების ხილვა კვლავ დისტანციურად, სურათების და ვიდეოების დახმარებით მოგვიწევს”- წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა