GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე OCCRP-ის სტატიაზე: არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა არ არსებობს, ეს არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს

ორგანიზაცია OCCRP-ის სტატიამ რამდენი წლის უკან მომხდარი ამბავი გამახსენა, გახსოვთ ინფორმაცია რომ გავრცელდა თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, ახლაც იგივე სცენარი მეორდება, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა.

ჩიხელიძის თქმით, ზემოთ ხსენებული არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს, მაგრამ კარგად აჩენს მიკერძოების იმ ხარისხს, რომელიც გარკვეულ ორგანიზაციებს გააჩნიათ.

„ორგანიზაცია OCCRP-ის სტატიამ რამდენი წლის უკან მომხდარი ამბავი გამახსენა, გახსოვთ ინფორმაცია რომ გავრცელდა თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, ახლაც იგივე სცენარი მეორდება. სტატია, დეზინფორმაციის გავრცელების კარგი ნიმუშია, სადაც საუბარი ფაქტების გარეშე, აღქმების დონეზე ხდება, არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა არ არსებობს, ეს არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს, მაგრამ კარგად აჩენს მიკერძოების იმ ხარისხს, რომელიც გარკვეულ ორგანიზაციებს გააჩნიათ“, – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,765 ნახვა