GD Banner
საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობას“ მოუწევს პასუხების გაცემა, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთთან ომში პირისპირ, ასევე რატომ მოაწერეს ხელი წაგებული ომიდან ორ თვეში რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება

მოუწევთ პასუხების გაცემა ისეთ კითხვებზე თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთთან ომში პირისპირ, რატომ შეუცვალეს სტატუსი მაგალითად ახალ გორს, კოდორის ხეობას და რატომ ჩააბარეს კოდორი ტყვიის გასროლის გარეშე რუსეთს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გასამართლების საკითხზე გააკეთა კომენტარი.

„ასევე მოუწევთ პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ მოაწერეს ხელი წაგებული ომიდან ორ თვეში რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. უამრავი კითხვაა და ეს გამოძიება ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა