ბიძინა ივანიშვილის ისტორიულ, მრავალდარგოვან ქველმოქმედებას მუდმივად თან ახლავს დაბრკოლებები იმ ნაცმანქურთებისგან, რომლებისთვისაც უცხოა საზოგადოებრივი სიკეთის ცნება, მათთვის მთავარია ბოროტი რევანშიზმი და სხვა არაფერი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებას, ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” მიერ ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე.
ანალიტიკოსის თქმით, განცხადებაში აღნიშნული ცუდი ფაქტი ერთგვარი “დიადი გამარჯვებაა” ნაცკონგლომერატისთვის, რომელიც არათუ ფიქრობს, რომ მათმა ოჯახის წევრებმაც ისიამოვნონ დენდროლოგიური პარკის მშვენებით, არამედ თავიანთივე ოჯახებსაც კი იმეტებენ ომისა და ნგრევისთვის, ოღონდ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.
„ბიძინა ივანიშვილის ისტორიულ, მრავალდარგოვან ქველმოქმედებას მუდმივად თან ახლავს დაბრკოლებები იმ ნაცმანქურთებისგან, რომლებისთვისაც უცხოა საზოგადოებრივი სიკეთის ცნება, მათთვის მთავარია ბოროტი რევანშიზმი და სხვა არაფერი. შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნამდე “ნაცმოძრაობის” შავრაზმელმა პროპაგანდისტებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ამ უნიკალური პროექტისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ.
უსამშობლოთა ბოროტი ქმედებები გაგრძელდა და კენიიდან კანონიერად შეძენილი რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვის გამო ნაცგობლინებმა “შავი პიარი” აფრიკის კონტინენტზე გააჩაღეს. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძალიან შეფერხდა ასევე კანონის სრული დაცვით ამ ხეების გადმორგვის პროცესი. წარმოქმნილი სამართლებრივ-ბიუროკრატიული წინაღობების შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწიეს საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 8 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკულ ბაობაბებს მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ სათანადო მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ.
სამწუხაროდ, ამ ხელოვნურ ანომალიას უკვალოდ არ ჩაუვლია და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა. აღსანიშნავია, რომ ბაობაბები საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ასეთი გიგანტური ხე, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია. თავისთავად, ეს ცუდი ფაქტი ერთგვარი “დიადი გამარჯვებაა” ნაცკონგლომერატისთვის, რომელიც არათუ ფიქრობს, რომ მათმა ოჯახის წევრებმაც ისიამოვნონ დენდროლოგიური პარკის მშვენებით, არამედ თავიანთივე ოჯახებსაც კი იმეტებენ ომისა და ნგრევისთვის, ოღონდ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – წერს აბაშიძე.