ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125კგ) ოლიმპიადის ნახევარფინალში გადავიდა.
ქართველმა მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა.
პეტრიაშვილი, ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.
Facebook Comments Box