GD Banner
Uncategorized

ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტზე: ვხედავთ როგორ არღვევს მეორეჯერ თუ მესამეჯერ კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და გვევლინება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, შესაბამისად მისგან გასაკვირი არაფერია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისგან გასაკვირი არაფერია, მათ შორის არც ის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას აპირებდა.

მისი თქმით, ის ახლა რადიკალური ოპოზიციის ლიდერად გვევლინება.

„სალომე ზურაბიშვილმა ზოგადად რიტორიკა რომ შეცვალა, ამას უკვე მიჩვეულები ვართ. არამარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რადიკალური ოპოზიციის მიმართაც პოზიცია შეცვლილია. ვხედავთ როგორ არღვევს მეორეჯერ, თუ მესამეჯერ კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და გვევლინება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. შესაბამისად გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გეგმავდა, მიზანი კი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა იყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა