GD Banner
Uncategorized

ვინ და რატომ ამზადებდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას – გამოძიება ტერორიზმისა და მკვლელობის მომზადების მუხლებით გრძელდება

ვინ და რატომ ამზადებდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმისა და მკვლელობის მომზადების მუხლებით გრძელდება.

საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მათი ოპონენტების ხელწერაა და ისინი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელები არიან.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,898,083 ნახვა