GD Banner
პოლიტიკა

„2008 წელს ჯარმა მაგრად დგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით და მე თბილისში დარჩენით, სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

2008 წლის ომს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მსჯავრდებული პრეზინდეტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ ის ციხეში პუტინის მოთხოვნით გაუშვა. სააკაშვილი წერს, რომ საპატიმროში ყოფნა იმის გამო უწევს, რომ “საქართველო მტერს არ ჩააბარა”.

„2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ. 
მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე. 


მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი. 

26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,765 ნახვა