GD Banner
Uncategorized

ტრამპი აცხადებს, რომ  უოლცი რადიკალი ლიბერალია და კამალასთან ერთად ქვეყანას კომუნიზმთან მიიყვანს

„შოკისმომგვრელი არჩევანია“,-ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი კამალა ჰარისის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცის დასახელებას. 

მისივე თქმით, კამალა ჰარისი და ტიმ უოლცი ქვეყანას კომუნიზმამდე მიიყვანენ.

გადაცემა Fox & Friends-ში საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ვერასდროს იფიქრებდა ვიცე-პრეზიდენტად უოლცის დასახელებას და კამალა ჰარისის არჩევანს შოკისმომგვრელი უწოდა.

„ასეთი ტანდემი ჯერ არ ყოფილა. უოლცი უარესი რადიკალია, ვიდრე ბერნი სანდერსი. ვფიქრობ, ეს არჩევანი შეურაცხმყოფელია ებრაელებისთვის. ასევე, ადამიანებისთვის, ვისაც უსაფრთხოება და ამერიკის სიძლიერე უნდათ“,-განაცხადა ტრამპმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა