ლონდონში, ერთ ღამეში ბენქსის ორი ახალი ნამუშევარი გაჩნდა.
ქუჩის მხატვარმა თავის ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე დაადასტურა , რომ ავტორი ის არის. ერთ-ერთ ნამუშევარზე გამოსახულია თხა, რომელიც კლდის მწვერვალზე დგას და მის ქვემოთ ქვები ცვივა. გვარდიდან კი, ვიდეოთვალთვალის კამერაა მიშვერილი. აღნიშნული მურალი ლონდონის ხიდთან ახლოს მდებარეობს.
მეორე ნამუშევარი ჩელსიში, ლონდონის სამხრეთ დასავლეთით გაჩნდა. მასზე გამოსახულია ორი სპილო ფანჯრებში, რომლებიც ერთმანეთისკენ მიისწრაფიან.
მხატვარმა სოციალურ ქსელში არანაირი კომენტარი არ დატოვა და ხალხს მიანდო თავისი ნამუშევრების ფარული გზავნილების ახსნა.
Facebook Comments Box