შეგნებულად შეცვლილი ომის თარიღი და ისტორიის გაყალბების მცდელობა – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რვა აგვისტოს გადიოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და ომის დაწყების თარიღი სწორედ რვა აგვისტო იყო, თუმცა 2013 წლიდან მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილის პარტიამ თარიღი შეცვალა.
წელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დაწყების თარიღად შვიდ აგვისტოს ასახელებს და გეგმავენ გმირთა საფლავებზე მისვლას. რატომ შეცვალეს თარიღი, რატომ წერია ბრძანებულებაში 8 აგვისტოს რუსების შემოჭრა, ხოლო ომიდან ორ თვეში „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერილ ევროსაბჭოს რეზოლუციაში შვიდი აგვისტო ომის დაწყება – მთავარ კითხვებს პარტია ამ დრომდე პასუხს არ სცემს.
Facebook Comments Box