GD Banner
Uncategorized

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ცნობილია, რომ ეს ჯგუფი წამსვლელია ყველაფერზე, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებაში მათი მოსვლის ამოცანას

ცნობილია, რომ ეს ჯგუფი [რადიკალური ოპოზიცია] წამსვლელია ყველაფერზე, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებაში მათი მოსვლის ამოცანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ სუს-ის გამოძიებას გამოეხმაურა.

„ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანებთან (ოპოზიციურ სპექტრში ძირითადად) რომლებიც ამ ხოცვა-ჟლეტას განახორციელებდნენ ქუჩებში, საპატიმროებში და მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, როდესაც მათ შორის გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევა უნდოდათ. ცნობილია, რომ ეს ჯგუფი წამსვლელია ყველაფერზე, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებაში მათი მოსვლის ამოცანას და შემდგომ უკვე პროცესის განვითარებას, რომელსაც საქართველოს უკრაინიზაცია ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა