GD Banner
Uncategorized

გია აბაშიძე: სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც ფსევდო-პარტიებშიც არიან გადანაწილებულნი, ვერ გაექცევიან იმ უმძიმეს პასუხისმგებლობას, რაც მათ მიუძღვით საქართველოს წინაშე. არჩევნებში “ქართული ოცნების” მორიგი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას და ყველაფერს გაეცემა პასუხი

სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც ფსევდო-პარტიებშიც არიან გადანაწილებულნი, ვერ გაექცევიან იმ უმძიმეს პასუხისმგებლობას, რაც მათ მიუძღვით საქართველოს წინაშე. ვერც “გლობალური ომის პარტიის” “ზურგის ქარი” უშველით. არჩევნებში “ქართული ოცნების” მორიგი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას და ყველაფერს გაეცემა პასუხი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, სადაც ნათქვამია, რომ ისინი იქნებიან მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება.

აბაშიძის თქმით, გაუგონარი საგარეო ზეწოლით ხდება ნაცკრიმინალების მფარველობა, თუმცა, ახლა, როცა საქართველო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზეა და ამ პროცესში მას ხელს უშლიან საგარეო აქტორებიც, ვერაფერი დააბრკოლებს, რომ ნაცავაზაკებმა პასუხი აგონ ერის წინაშე. „სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც ფსევდო-პარტიებშიც არიან გადანაწილებულნი, ვერ გაექცევიან იმ უმძიმეს პასუხისმგებლობას, რაც მათ მიუძღვით საქართველოს წინაშე. ვერც “გლობალური ომის პარტიის” “ზურგის ქარი” უშველით. არჩევნებში “ქართული ოცნების” მორიგი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას და ყველაფერს გაეცემა პასუხი. რატომ ასე გვიან? პასუხი არაერთხელ გაეცა – გაუგონარი საგარეო ზეწოლით ხდება ნაცკრიმინალების მფარველობა. თუმცა, ახლა, როცა საქართველო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზეა და ამ პროცესში მას ხელს უშლიან საგარეო აქტორებიც, ვერაფერი დააბრკოლებს, რომ ნაცავაზაკებმა პასუხი აგონ ერის წინაშე! ამიტომაცაა რადიკალებსა და მათ უცხოელ სპონსორებში კბილთა ღრჭენა, ამიტომაცაა ღიად და თავხედურად რევანშისტების დაფინანსება და ცრუ პროპაგანდის არნახული ნიაღვარი ხალხის რჩეული ხელისუფლების მისამართით. მაგრამ სამართლიანობის ურემი გზიდან არ გადაუხვევს“, – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა