GD Banner
Uncategorized

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ ტექნიკური სამუშაოები დასრულდა და საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

სარეაბილიტაციო ტექნიკური სამუშაოების (ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტროგამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) ოპერატიულად დასრულების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება.

ამასთან, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით, მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო კონტროლი) ორივე მიმართულებით აღდგენილია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა