GD Banner
უცხოური მედია

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია.

“მეამაყება იმის გამოცხადება, რომ ტიმ უოლცს ვთხოვე იყოს ჩემი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. როგორც გუბერნატორმა, მწვრთნელმა, მასწავლებელმა და ვეტერანმა, მან თავისნაირი მშრომელი ოჯახებისთვის გააკეთა საქმე. შესანიშნავია გუნდში მისი ყოლა. ახლა მოდით საქმე გავაკეთოთ”, – წერს ჰარისი.

ცნობისთვის, ტიმ უოლცი ამჟამად მეორე ვადითაა მინესოტას შტატის გუბერნატორი და ის, ასევე, თავმჯდომარეობს “დემოკრატი გუბერნატორების კრებას.” მანამდე ის 12 წელი იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი (2007-2019), რომელშიც მინესოტას შტატის საკმაოდ კონსერვატიულ ოლქს წარმოადგენდა.

წყაროების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში კამალა ჰარისს სულ უფრო მოსწონდა ტიმ უოლცის კანდიდატურა მისი წარსულის გამო – ყოფილი კონგრესმენი, მასწავლებელი და არმიის ეროვნული გავრდიის მაიორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,331 ნახვა