მოქალაქე ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ გუგუჩიას ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს.
ვიტალი გუგუჩიას მეუღლე განმარტავს, რომ საქმე ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებს ეხება.
გუგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ოპოზიციონერი აქტივისტისთვის ფორთოხლის სროლის გამო, მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ესტუმრა. ცოლ-ქმარი კი, მას აგრესიულად დახვდა.
რამდენიმე დღეში ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში PosTV-ი ჩავიდა.
გეგუჩიამ ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.
კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
„ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით, გუგუჩია წარსულში მეგის ქარდავას პირადი ზონდერი იყო.
“ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) – მეგის ქარდავას ხელდასმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს. ქარდავას პირადი ზონდერი.ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ყველა გახმაურებული საქმის წარმოება სწორედ ამ არაკაცს ჰქონდა ჩაბარებული.სწორედ ამ ზონდერმა, შეკერილი საქმეებით დაიჭირა ნანა ფაჟავა, ილია ჩაჩიბაია და კახა მიქაია ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.