GD Banner
Uncategorized

გიორგი ამილახვარი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: ეს არ არის არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მთავრობა, როდესაც უწყებები არიან მოდუნებულები. დღეს სახელმწიფო აპარატი ფეხზე დგას

ეს არ არის არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მთავრობა, როდესაც უწყებები არიან მოდუნებულები. დღეს სახელმწიფო აპარატი ფეხზე დგას, რათა ემსახუროს ქართველ ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პრაქტიკულად, უკიდურეს გამწვავებაზე წავიდნენ, როდესაც ვიღაცას თავში მოუვიდა მსგავსი ტერორისტული აქტის დაგეგმვა მმართველი პარტიის დამფუძნებლის მისამართით. ეს არ არის არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მთავრობა, როდესაც უწყებები არიან მოდუნებულები. დღეს სახელმწიფო აპარატი ფეხზე დგას, რათა ემსახუროს ქართველ ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს. ვერც ეს და ვერცერთი მსგავსი ქმედება არ გაუვათ და საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა“, – აღნიშნა ამილახვარმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა