GD Banner
საზოგადოება

„არ მესმის ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა, არ შეიძლება ქართული ჯარის დასჯა“ – სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე

„ორი რამე არ მესმის – მე არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში მიღებულ ზომებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება დაისაჯოს ქართული ჯარი, რომელზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო.

„ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ამას ვეტყვი რამდენიმე დღეში სენატორ შაჰინს. ორი რამე არ მესმის. მე არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული – ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. არ შეიძლება, რომ დაისაჯოს ქართული ჯარი, რომელზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ის, მთლიანად შექმნილია ამერიკის მიერ. ასე რომ, ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა