პოპულარულ იტალიელ მოცურავეს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ტომას ჩეკონის პარკში სძინავს. მანამდე ის ოლიმპიურ სოფელში არსებულ პირობებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდა, რომ იქ გაუსაძლისი სიცხე და ხმაური იყო.
„მიწაზე ძილი არ არის კომფორტული, მაგრამ ყუთების საწოლზე წოლას ბევრად ჯობს“,- განაცხადა ჩემპიონმა .
ერთ-ერთმა სპორტსმენმა, რომელიც საუდის არაბეთის სახელით ასპარეზობს, მძინარე ჩეკონის ფოტო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ადგილმდებარეობა – ოლიმპიური სოფელი მიუთითა.
Facebook Comments Box