ძალადობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეები იგრძნობნენ კანონის სრულ ძალას, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ქვეყნის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაშავებულ პოლიციელებს და დაზარალებულ რაიონებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პოლიციელების მუდმივი არმია უპასუხებს ძალადობას.
კირ სტარმერის თქმით, ის, რაც ბრიტანეთის ქალაქებში ხდება ძალადობაა და არა პროტესტი.
„ჩვენ გავაძლიერებთ სისხლის სამართალს. უკვე ასობით დაკავებულია. ზოგიერთი სასამართლოში დღეს დილით გამოცხადდა. მე ვთხოვე, რომ რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ პროცესში ჩართული პირების დასახელების და იდენტიფიცირების საკითხი, რომლებიც იგრძნობენ კანონის სრულ ძალას. და მესამე, მე აბსოლუტურად ცხადი ვიყავი, რომ სისხლის სამართლის კანონი ვრცელდება როგორც ინტერნეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მიდგომა, რომელიც გამოიყენება. ჩვენ არ მოვითმენთ თავდასხმებს მეჩეთებზე ან ჩვენს მუსლიმურ თემებზე. ასე რომ, კანონის სრული სიმტკიცე გამოიყენება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც იდენტიფიცირებულია, რომ მონაწილეობდა ამ საქმიანობაში“, – განაცხადა კირ სტარმერმა.