GD Banner
Uncategorized

გიული ალასანია: დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, სადაც ტელევიზორიც არ აქვს

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ცნობით, პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის.

“სამუშაო საათები რომ ამოიწურა და უკვე წვდომა ჩემ შვილთან აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო და აგრეთვე იქნებოდა სრულ იზოლაციაში, უცებ დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სასტუმროში, სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს, სადაც მერვე სართულზე მოათავსეს ადამიანი, აღმოჩნდა რომ ამ ახალ პირობებში ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა, ემატებოდა კიდევ რაღაც სავარჯიშოები, ესეც ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, მისი ჯანმრთელობისთვის. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო. მე გავიხედე იქ და იქ არც ეს სავარჯიშოები არ არის და, რაც მთავარია, ტელევიზიაც აღარ არის”. – ამბობს სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

სააკაშვილის დედა და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ მთავრობა წინასაარჩევნოდ სააკაშვილს საპატიმროში დააბრუნებს, ხოლო ახალ პალატაში სააკაშვილისთვის “სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა” და, “რაც ყველაზე მთავარია, არ არის ტელევიზორიც”. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა