GD Banner
Uncategorized

„დიდი შვიდეული“, ახლო აღმოსავლეთში ფართო კონფლიქტის საფრთხის ფონზე, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს ქმნის.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ საპასუხო ძალადობის მიმდინარე დესტრუქციული ციკლის გაგრძელებისგან, შეამცირონ დაძაბულობა და კონსტრუქციულად ჩაერთონ დეესკალაციის მისაღწევად“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა