GD Banner
უცხოური მედია

სან-ფრანცისკოს მერის ახალი ინიციატივა – ფული ნარკოტიკების ნაცვლად

სან-ფრანცისკოს მერმა. ლონდონ ბრიდმა და საკრებულოს წევრმა მეტ დორსიმ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემოიტანეს- ” ფული ნარკოტიკის ნაცვლად”. კანონის თანახმად, სოციალური შემწეობის მიმღებებს დამატებით 100 დოლარს მისცემენ კვირაში, თუ ისინი ნარკოტიკების მოხმარებას შეწყვეტენ, იტყობინება San Francisco Chronicle.

კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეამცირებს ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევებს. თანხას ნაღდი ფულით არ დაარიგებენ. პროგრამის მონაწილეები დახმარებას ელექტრონული გადარიცხვით მიიღებენ. გარდა ამისა, მათ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც პირდებიან.

თუმცა, ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს. მათი თქმით, ნარკოდამოკიდებულებმა ისედაც უნდა მიიღონ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ნარკოტიკების მოხმარებაზე სისტემატური შემოწმება. თუ მკურნალობაზე უარს ამბობენ, მათ სოციალური დახმარება უჩერდებათ. რაც შეეხება, მათთვის არაფრის გამო გადახდილ თანხებს, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს წყალში გადაყრილი ფულია, თანაც ქალაქის ბიუჯეტი უკვე კოლოსალურ დეფიციტს განიცდის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,340 ნახვა