GD Banner
Uncategorized

ზაალ ანჯაფარიძე: მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო – თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ

როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, გერმანიის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების და რუსეთისთვის გაცვლის შესახებ.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ გერმანული მხარე ამერიკელების სურვილს უსიტყვოდ დაემორჩილა და ხანგოშვილის მკვლელი გაათავისუფლა.

“როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. (შუაგულ ბერლინში დღისით მზისით გააგორა ფსბ-ს აგენტმა ხანგოშვილი და სამუდამო პატიმრობაში იყო). თუ არ გინდოდა გათავისუფლება, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ. მაგრამ ამერიკელებს უნდოდათ, ისე თავისიანებს ვერ გაცვლიდნენ და დაიბრუნებდნენ, ამიტომაც გერმანელებს ეტყობა ერთი მაგრად შემოსცხეს და ისინიც უტყვად დაემორჩილნენ. ხომ გახსოვთ ცნობილი – “ასე ვიცის ჯაყომა””- წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა